„როცა ერთმანეთისგან განასხვავებ ქვეყნის რეგიონებს, თან ნეგატიურ ჭრილში, ამაზე მეტი ანტისახელმწიფოებრივი რა შეიძლება იყოს?! ამას თავისი სახელი უნდა დაერქვას - ამ ადამიანებზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის წერს: ძვირფასო ჩემო რაჭავ და მშობლიურო თლუღო, არ მინდა ასეთი დაბეჩავებული, გაყიდული და დაცემული გნახო.
„გვარამია ყველამ ვიცით, რომ სამარცხვინო ადამიანია, ვერ იტანს ამ ქვეყანას, ვერც რაჭას იტანს, ვერც სამეგრელოს, ყველაფერი ეზიზღება. მთავარი სასჯელი ამ ადამიანების უნდა იყოს, რომ მათზე საერთოდ არ უნდა ვისაუბროთ, მათ აქვთ თავიანთი სასოწარკვეთილი დღის წესრიგი და ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი დღის წესრიგი - ქვეყანაზე ზრუნვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.