ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება იმასთან დაკავშირებით, ხდება თუ არა ზეწოლა მოსამართლეებზე.
ნიკოლაიშვილის თქმით, „ნაცმოძრაობას" ქვეყანაში ისეთი ფონის შექმნა უნდა, როდესაც ნაჩვენები იქნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალა და დემოკრატია არ არსებობს.
ნიკოლაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პაპუაშვილის გააქტიურება და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება კითხვებს ბადებს.
„აქ პრეზიდენტის განცხადებაც კარგად ჩაჯდა. შეიძლება, მისგან სრულიად დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, ძნელია ივარაუდო, რომ პრეზიდენტი მათთან ერთად შეთქმულია, მაგრამ საერთო სურათში, რომელიც იქმნება იმ ავტორებისგან, რომლებიც გამოცდილები არიან 2003 წლის რევოლუციის მოხდენაში, მისი განცხადება ძალიან კარგად ჯდება",- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.