logo_geo
eng_logo
ავსტრიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომებს ამკაცრებს
- +

5 ნოემბერი. 2021. 02:08

 

 

ავსტრიაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომებს ამკაცრებს.

 

მომდევნო კვირის ბოლოდან ქვეყნის მასშტაბით რესტორნებში, ასევე, სილამაზის სალონებში და ღონისძიებებზე დასწრებისთვის მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხი საკმარისი აღარ იქნება. ამიერიდან, ასეთ ადგილებში შესასვლელად კოვიდ ბარათი იქნება საჭირო.

 

„ავსტრიაში არსებული ვითარება სერიოზულია“, – განაცხადა მაიკლ ლუდვიგმა.

 

ავსტრიაში ამ დროისთვის მოსახლეობის 64%-ია ვაქცინირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ავსტრიაში კორონავირუსის 856 002 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 11 400 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner