„მე ასე მგონია, რომ სააკაშვილი უფრო პოპულარულია, ვიდრე თვითონ „ნაცმოძრაობა“, რასაც იყენებს „ნაცმოძრაობა“ და სხვა პარტიები“, - ამის შესახებ პროფესორმა, ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მეხსიერება არ ღალატობს და ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. ახსოვს ის ბოროტება, დაღვრილი სისხლი. გირგვლიანი, რობაქიძე. კარგი, მოლაშვილი იყო ცნობილი პიროვნება, რომელზეც პერსონალურად იყარეს ჯავრი, მაგრამ გირგვლიანი, რობაქიძე და ასეთი ადამიანები ხო შემთხვევითი ადამიანები იყვნენ. ხელში ვინც ჩაუვარდათ, იმაზე იყარეს ჯავრი. მათ ადგილას რომ ნებისმიერი სხვა ყოფილიყო, ზუსტად ეს მოხდებოდა. ამიტომ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, ვიღაც რომ მტრად ამოირჩიეს, სისტემა იყო ისეთი, რომ ყველა ციხეში უნდა ყოფილიყო, ყველა დაეშინებინათ. ვფიქრობ, რომ მოსახლების დიდ ნაწილს ეს ახსოვს. ამიტომაც ეს რესურსი, რომ დღეს რევოლუციური გადატრიალება მოხდეს, მგონი შეუძლებელია, რადგან რევოლუციური სიტუაცია არ არის. ხოლო როცა რევოლუციური სიტუაცია არ არის და შენ მაინც ფიქრობ რევოლუციური ხასიათის ცვლილებებს, ამას სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია“, - განაცხადა პაპავამ.