logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ნამდვილად არ აქვს რევოლუციის მოწყობის სურვილი
- +

5 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

„პოლიტიკოსების ძალა და რესურსი არის ხალხი - ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ნამდვილად არ აქვს რევოლუციის მოწყობის სურვილი“, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„მოვლენების განვითარების სცენარი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარია ისევ და ისევ ქართული საზოგადოება, რადგან პოლიტიკოსების ძალა და რესურსი არის ხალხი. ხალხის უმრავლესობა თუ დადგება პოლიტიკოსების მხარეს, ეს არის სერიოზული ძალა.

 

ვფიქრობ, რომ დღეს ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად იმისა „ქართული ოცნება“ მოსწონს თუ არა, რევოლუციის მოწყობის სურვილი ნამდვილად არ აქვს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ - ყველა გეუბნება რომ არჩევნების შედეგები არის ასეთი, პოლიტიკურმა ელიტამაც უნდა ისწავლოს ამის გარკვეულწილად მიღება, მაგრამ აქედან ქართული პოლიტიკური ელიტა ჯერ შორს არის“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner