logo_geo
eng_logo
გაერო: სურსათის გლობალურმა ფასებმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია
- +

5 ნოემბერი. 2021. 10:20

 

 

გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) ცნობით, გასული ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში სურსათის ფასები 30%-ზე მეტით გაიზარდა და ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია, - ამის შესახებ BBC წერს. მონაცემები ცხადყოფს მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების მზარდ ღირებულებას მთელ მსოფლიოში. მხოლოდ ოქტომბერში, ამ უკანასკნელის ფასი 10%-ით გაიზარდა. „მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები, ქარხნების დახურვა და პოლიტიკური დაძაბულობა ხელს უწყობს ფასების ზრდას“, - წერს BBC. ბოლო 12 თვეში ხორბლის ფასი 40%-ით გაიზარდა, რაც ძირითად ექპორტიორ ქვეყნებში - კანადაში, რუსეთსა და აშშ-ში ცუდი მოსავლითაც აიხსნება. ამასთან, თითქმის 16%-ითაა გაზრდილი რძის პროდუქტების ღირებულება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner