logo_geo
eng_logo
თბილისში ნიგერიელი არტისტის Nneka-ს კონცერტი გაიმართება
- +

29 ივლისი. 2016. 14:50


ივენთ მენეჯმენტ კომპანია Funday Entertaiment"-ის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში ნიგერიელი არტისტის Nneka-ს კონცერტი გაიმართება, სახელწოდებით Walking To Tbilisi".

კონცერტი 12 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ნნეკა ლუსია ეგბუნა დაიბადა და გაიზარდა ნიგერიაში. 19 წლის ასაკში გადავიდა გერმანიაში და დაიწყო სწავლა ჰამბურგის უნივერსიტეტში. ამ პერიოდიდან ნნეკა იწყებს აქტიურ მოღვაწეობას როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი. ნნეკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე რეგულარულად გამოდის ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან Roots, Gnarls, Barkley, Nas  და Damian  Marley.


იგი აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად. 2010 წელს მან ჩაწერა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი სიმღერა Viva Africa".


ჰიპ-ჰოპის ლეგენდა  „NAS"  მას უწოდებს „საოცარ" და „შეუდარებელ არტისტს". „Sunday Times"-მა მას ახალგაზრდა ლორენ ჰილი შეარქვა და ნნეკას სადებიუტო ალბომი ლორენ ჰილის ალბომს  „The miseduction of Lauryn Hill"-ს  შეადარა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner