logo_geo
eng_logo
კასპში გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

5 ნოემბერი. 2021. 13:42

 

 

ქალაქ კასპში გაბაშვილის ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.

 

ქუჩაზე მოეწყო ბეტონის ჭები და სანიაღვრე კიუვეტები, ამჟამად კი ერთ-ერთი ჩიხის ასფალტის  საფარის დაგება მიმდინარეობს.

 

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს და მასზე 289 750 ლარი დაიხარჯება.

 

პროექტი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.

 

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. გაბაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ქუჩის მოწესრიგებას ითხოვდნენ, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა ტრანსპორტსაც. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner