ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.
11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:
პოლონეთი - 20% (4984017);
ჩინეთი - 13% (4553919);
აშშ - 10% (881470);
გერმანია - 6% (654608);
ლატვია - 4% (1440567);
ლიეტუვა - 45% (837096);
იაპონია - 18% (159262);
დიდი ბრიტანეთი - 72% (631504).
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 84% (296992), შვედეთი - 65% (99832), ჩეხეთი - 275% (139560), ყაზახეთი - 30% (3264706), ისრაელი - 41% (368899), აზერბაიჯანი - 8% (181727), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 21% (10558377), რუსეთი - 5% (49064224), მონღოლეთი - 174% (402810), ბელარუსი - 17% (3348501) და ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400 კომპანიამ განახორციელა.