საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის ვიქტორ დომუხოვსკის ვაჟი მაქსიმე დომუხოვსკი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ცხოვრება რა სასწაული რამეა... როგორ იცის შემოტრიალება...
მიშიკოს დიეტაზე დაჯდომა პატიმრის შიმშილობა ყოფილა! 1 თვეში 105 მნახველი იზოლაცია და მიტოვება და კიდე ბევრი მსგავსი ბოდვები“, - წერს მაქსიმე დომუხოვსკი და 2012 წელს ცოტნე გამსახურდიას შიმშილობაზე ინფორმაციას ავრცელებს.