ბათუმის მერია ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურის განახლებას ახორციელებს. ბათუმის ცენტრალურ პარკში 300-მდე ახალი საბაღე სკამი ეტაპობრივად განთავსდება, მათ შორის სანათიანი სკამები.
პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა.
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, პარკის ტერიტორიაზე 2 ჩოგბურთის მაგიდა განთავსდა.
ტბის ირგვლივ დასრულდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი.
პარკში გამწვანების სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს, ასევე პერმანენტულად იწმინდება არსებული ტბა.
ცენტრალური პარკის განახლებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.