logo_geo
eng_logo
ბათუმის მერია ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურის განახლებას ახორციელებს
- +

5 ნოემბერი. 2021. 14:24

 

 

 

ბათუმის მერია ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურის განახლებას ახორციელებს. ბათუმის ცენტრალურ პარკში 300-მდე ახალი საბაღე სკამი ეტაპობრივად  განთავსდება, მათ შორის სანათიანი სკამები.

 

პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა.

 

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, პარკის ტერიტორიაზე 2 ჩოგბურთის მაგიდა განთავსდა.

 

ტბის ირგვლივ დასრულდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი.

 

პარკში გამწვანების სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს, ასევე პერმანენტულად იწმინდება არსებული ტბა.

 

ცენტრალური პარკის განახლებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner