logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „რადარებიდან გამქრალი ქვეყნისთვის“ საკმაოდ საინტერესო ღონისძიებაა
- +

5 ნოემბერი. 2021. 14:29

 

 

„დემოკრატიის სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე იმედი მაქვს, ჩვენს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა დააფიქსირონ ე.წ. ოპოზიციისა და ზოგიერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა და დემოკრატიული განვითარებისთვის შექმნილი საფრთხეები, ასევე, პენსიაზე გასული გარკვეული დასავლელი პოლიტიკოსის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე დემოკრატიის სამიტს, რომელზეც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველო მიიწვია.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „რადარებიდან გამქრალი ქვეყნისთვის“ საკმაოდ საინტერესო ღონისძიებაა.

 

„სამიტი ფოკუსირებული იქნება დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და პლატფორმას უზრუნველყოფს ლიდერებისთვის, რათა როგორც ინდივიდუალური, ასევე, კოლექტიური ვალდებულებები აიღონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად“. საკმაოდ საინტერესო ღონისძიებაა „რადარებიდან გამქრალი ქვეყნისთვის“. იმედი მაქვს, რომ ჩვენს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა დააფიქსირონ ე.წ. ოპოზიციისა და ზოგიერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა და დემოკრატიული განვითარებისთვის შექმნილი საფრთხეები, ასევე, პენსიაზე გასული გარკვეული დასავლელი პოლიტიკოსის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში“, - წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუქის გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner