„სანქციებსა და იზოლაციაზე საუბრები მხოლოდ მავნებელი სექტის მიმდევრების დასაპურებლად რჩება“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც დემოკრატიის სამიტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საქართველოს მიწვევას ეხმაურება.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსების გარეშე ამგვარი მოსაწვევის გაცემა წარმოუდგენელია.
„საქართველო დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანაა საკუთარი ბუნებრივი და გამოსწორებადი ხარვეზებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსების გარეშე ამგვარი მოსაწვევის გაცემა წარმოუდგენელია. სანქციებსა და იზოლაციაზე საუბრები კი რჩება მხოლოდ მავნებელი სექტის მიმდევრების დასაპურებლად“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.