logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: დღეიდან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს - „ნაცმოძრაობის“ გულშემატკივარი ექიმების ხელში არ მოვხვდეთ
- +

5 ნოემბერი. 2021. 18:40

 

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმართვას ეხმაურება, რომლის თანახმად კლინიკების ასოციაცია ექიმებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს, ვიდრე ექსპრეზიდენტს სამკურნალოდ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

 

„დღეიდან გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე. ყველაზე ჰუმანურ, ყველაზე აპოლიტიკურ - სამედიცინო სფეროს გამოეყო „მავნებელ ექიმთა“ კატეგორია, რომლებსაც აერთიანებს ორგანიზაცია „დროა“-ს წევრი, ვილი პაჭკორია, საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი.

 

აღნიშნული ასოციაციის სახელით, მან დღეს მიმართა ექიმებს - „კოლეგებო! სანამ მესამე პრეზიდენტს არ მიეცემა შერეული ტიპის პოლიპროფილურ სტაციონარში (ტიპი-C) სრულფასოვანი მკურნალობის უფლება, პროტესტის ნიშნად გამოვაცხადოთ უპრეცედენტო ბოიკოტი და არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს!“

 

აქ თითქოს, „მორცხვად“ არაა ჩამოთვლილი მოქმედი ხელისუფლების „უბრალო“ მხარდამჭერები, მაგრამ გარწმუნებთ - ვიგულისხმებით. დღეიდან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს - „ნაცმოძრაობის“ გულშემატკივარი ექიმების ხელში არ მოვხვდეთ, ვინაიდან „ნადირობის სეზონი“ გამოცხადებულია. „ჰიპოკრატეს ფიცი“ - დღეიდან პოლიტიკურ ელფერს იძენს. ჩვენ - პოტენციური პაციენტები, სასურველ და არასასურველ პოლიტიკურ კატეგორიებად ვართ დაყოფილი. ვილი პაჭკორიას ექიმების ხელში - ყოველ შემთხვევაში, მე რომ სასიკვდილო განაჩენი მექნება გამოტანილი, ამაში დარწმუნებული ვარ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner