logo_geo
eng_logo
აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა
- +

5 ნოემბერი. 2021. 19:01

 

 

 

შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას.

 

შტაბის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი. სამუშაო ჯგუფი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში.

 

შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.  ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

 

 

 

წელს საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის  საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტული მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს „Georgian industrial Asset Management Group“ განახორციელებს.

 

შტაბი აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამოქმედდა.  შტაბის გახსნას ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner