„თუ მიშასგან გამწარებულმა ძალიან ბევრმა ან თუნდაც ერთმა ან ორმა ადამიანმა მასზე ანგარიშსწორება მოინდომა, სამოქალაქო კლინიკაში უფრო მარტივად შევლენ პაციენტის ან სამედიცინო პერსონალის იმიჯით და თავის საქმეს გააკეთებს“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ციხის საავადმყოფო ასჯერ მეტადაა დაცული როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებისგან.
„შარლატანებისგან წამოსული ბოდვის გასაქარწყლებლად ლაპარაკობენ სრულიად დაცულ ციხის საავადმყოფოში არსებულ საფრთხეებზე (პატიმრების ბუნტზე და ა.შ.) და თურმე ამიტომ სურთ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ეს თავისთავად არის აღიარება, რომ თურმე ბევრ ადამიანს სურს სააკაშვილის სიკვდილი. არადა თუ მიშასგან გამწარებულმა ძალიან ბევრმა ან თუნდაც ერთმა ან ორმა ადამიანმა მასზე ანგარიშსწორება მოინდომა, სამოქალაქო კლინიკაში უფრო მარტივად შევლენ პაციენტის ან სამედიცინო პერსონალის იმიჯით და თავის საქმეს გააკეთებს. ციხის საავადმყოფო კი ასჯერ მეტად დაცულია როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებისგან. გარდა ამისა, როგორ წარმოგიდგენიათ სამოქალაქო საავადმყოფოს სხვა პაციენტების მდგომარეობა საავადმყოფოს წინ პერმანენტული მიტინგების და ხმაურის ფონზე ამიტომ მთელი ეს ხმაური და ჭიჭყინი „მესამე პრეზიდენტი გვიკვდება“ არის სატყუარა და ბლეფი!“ - წერს ექსპერტი ფეისბუკის გვერდზე.