აშშ იაპონიას კუნძულ ოკინავას 4000 ჰექტარს დაუბრუნებს. ასეთ დიდ ტერიტორიას ამერიკელი სამხედროები იაპონიას 1972 წლიდან პირველად უბრუნებენ. Camp Gonsalves-ის ბანაკის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება იპონიის მთავრობასთან ჯერ კიდევ 1996 წელს იყო შეთანხმებული.
ოკინავაზე აზიაში აშშ-ის უმსხვილესი, სტრატეგიულად მნიშვნელობის ბაზა მდებარეობს. ბაზაზე, რომელიც კუნძულის ფართობის მეხუთედს იკავებს, 30 ათასი სამხდროა განთავსებული.
ამგვარად, აშშ იაპონიას მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 17 პროცენტს დაუბრუნებს.
მიწის დაბრუნება კუნძულზე დაძაბულობის ფონზე ხდება. ივნისში ოკინავაზე 20 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით აშშ-ის მოქალაქე კენეტ ფრანკლინი დააკავეს.
მკვლელობას მრავალათასიანი საპორტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტებმა აშშ-სგან მოითხოვეს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ბაზა დატოვონ.