logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: არ ვფლობ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით
- +

29 ივლისი. 2016. 15:30


„თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით არანაირ კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიმიღია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.


ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ  არ ფლობს ინფორმაციას თავდაცვის მინისტრობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით.

 

„არ ვფლობ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას  თავდაცვის მინისტრის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით. მთავარია, რომ თავდაცვის მინისტრმა უზუნველყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის შესაბამისობა. ეს იქნება ის, რის მიხედვითაც ალბათ თავდაცვის მინისტრი იმუშავებს პოსტზე. მე ამ ეტაპზე კანდიდატებთან დაკავშირებულ არანაირ კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიმიღია",- განაცხადა  ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner