logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის „შიმშილობის“ თემა შეგვიძლია დავხუროთ!
- +

6 ნოემბერი. 2021. 00:01

 

 

„ოპერაცია „შიმშილობაც“ იყო წინასწარ კარგად მოფიქრებული და მან კუჭის რეზექციაზეც იზრუნა, რაც საშუალებას აძლევდა სითხეზე, თაფლიან წყალზე, ლიმონათზე მაქსიმუმ ორ თვემდე გაეტარებინა საკვებისადმი დიდი მადის აღძვრის გარეშე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის ოპერაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საქართველოში ჩამოსვლამდე ბარიარტრიული  ქირურგია გაიკეთა.

 

„ესე იგი, არა მხოლოდ ოდესის პორტის მებაჟეების და მესაზღვრეების „საჭირო“ ცვლა იყო შესარჩევი, სამშობლოდან გასაპარად. არა მხოლოდ შესაბამისი ტრაილერი და მისი მძღოლები იყო მოსაძებნი. არა მხოლოდ გორდონი & Co-ს მობილიზაცია თბილისში საინფორმაციო ფონის გაძლიერების მიზნით ჩამოსასვლელად. არა მხოლოდ უკრაინელი ომბუდსმენის გამოწერა თბილისში, მისი მეშვეობით საერთაშორისო არენაზე საკუთარი მდგომარეობის თაობაზე ფეიკების მისატანად. არა მხოლოდ 2014 წლის კიევის „მაიდანის“ უკრაინელი ბოევიკების წინმსწრებად დესანტირება თბილისში, რაც აღკვეთეს 29 სექტემბერს და ეს ჯგუფი აეროპორტიდან კიევში დააბრუნეს. ოპერაცია „შიმშილობაც“ იყო წინასწარ კარგად მოფიქრებული და მან კუჭის რეზექციაზეც იზრუნა, რაც საშუალებას აძლევდა სითხეზე, თაფლიან წყალზე, ლიმონათზე მაქსიმუმ ორ თვემდე გაეტარებინა საკვებისადმი დიდი მადის აღძვრის გარეშე.

 

თუმცა, სხვადასხვა სახის ფაფების მიღებას (დღემდე) ის საზოგადოებას უმალავდა... რაც მთავარია - ის ჯანზეა, საკმაოდ ვიტამინიზირებული, კუჭის რეზექციის შემდგომი პოსტსაოპერაციო პერიოდისთვის დამახასიათებელი დადებითი და ნორმალური დინამიკის მიმდინარეობის ფონზე. ასე რომ, სააკაშვილის „შიმშილობის“ თემა შეგვიძლია დავხუროთ. ხოლო რა მოტივაციით სურს ნიკა გვარამიას მისგან შეურაცხადი, არანორმალური ადამიანის ნიშნების მატარებელი სუბიექტის „გამოძერწვა“ - ეს ალბათ სულ სხვა მსჯელობის საგანია” - წერს ქართველიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner