logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ რომ შიმშილობა გვეგონა, დიეტა ყოფილა, იკეთებ კუჭის ოპერაციას და თუ ვერ დაგიჭერენ, რევოლუციას იწყება, თუ დაგიჭერენ დიეტას შიმშილობად გაასაღებ
- +

6 ნოემბერი. 2021. 00:01

 

 

„თაფლი, ფაფები, ნატურალური წვენები, ლიმონათი, მედიკამენტები, წერილები, შეხვედრები, საშხაპედან ხელის ქნევა და ა.შ. ამ დროს გარეთ სახეს იხოკავს ყველა შენს შიმშილობაზე ანუ დიეტაზე”, - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა.

 

„ჩვენ რომ შიმშილობა გვეგონა, დიეტა ყოფილაო, თურმე კარგად დაწერილ გეგმასთან გვქონია საქმე, იკეთებ კუჭის ოპერაციას, არაჟნებთან ერთად იპარები ქვეყანაში, თუ ვერ დაგიჭერენ 2 ოქტომბერს რევოლუცია იწყება, თუ დაგიჭერენ და დიეტას შიმშილობად გაასაღებ, ექიმის ზუსტ დანიშნულებას მიყვები: თაფლი, ფაფები, ნატურალური წვენები, ლიმონათი, მედიკამენტები, წერილები, შეხვედრები, საშხაპედან ხელის ქნევა და ა.შ. ამ დროს გარეთ სახეს იხოკავს ყველა შენს შიმშილობაზე ანუ დიეტაზე. მიზანი იქნებ 30 ოქტომბერს მეორე ტური სადმე მოვიგოთო, იქნებ 6 ნოემბერს ბევრი ხალხი გამოვიდესო და მთავარი იქნებ 23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის დიეტის/ შიმშილობის 55-ე დღეს მისი ხათრით კიდევ 1 რევოლუცია მოვაწყოთო

 

მანამდე კვლავ გოდება, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეთ ან სასამართლოში წაიყვანეთ, გაწერილი სცენარით, მთავარია ციხე დატოვოს ნებისმიერი მიზეზით, მიზანი გასაგებია, შედეგი ადვილად პროგნოზირებადი! თან ისმის შეგონებები: ღმერთი არ გვაპატიებსო, ისტორიაო, მომავალიო, ისაო ესაო და ა.შ. მოკლედ არაფერი გამოგივათ, არაფერი!” - წერს ბოჟაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner