logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოგიდგენიათ რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე? წავიდა ჰოლანდიაში, გაიკეთა კუჭის რეზექცია და შიმშილობად შემოგვასაღა
- +

6 ნოემბერი. 2021. 00:32

 

 

„ეს საუკუნის აფერისტი, უკვე აღარ ვიცი რა ვუწოდო ან ამას ან იმათ, ვინც ამის მერე კიდევ მისი მხარდამჭერია, ასეთი, რამე მართლა არ გამიგია, და არც წამიკითხავს! ბელადი სააკაშვილი არ შიმშილობს!” - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ეს საუკუნის აფერისტი, უკვე აღარ ვიცი რა ვუწოდო ან ამას ან იმათ, ვინც ამის მერე კიდევ მისი მხარდამჭერია, ასეთი, რამე მართლა არ გამიგია, და არც წამიკითხავს! ბელადი სააკაშვილი არ შიმშილობს! შიმშილობს კი არა, იბუყნება ფაფებით და ნატურალურ წვენებს სვამს! წარმოგიდგენიათ რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე? წავიდა ჰოლანდიაში, გაიკეთა კუჭის რეზექცია (ბარიატრიული ქირურგია), რის შემდეგაც სპეციალური დიეტის საჭიროებაა, და შემოგვასაღა შიმშილობა! ესენი ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე? ესენი ლაპარაკობენ მოშიმშილე და მომაკვდავ სააკაშვილზე? ესენი ლაპარაკობენ რევოლუციაზე? ამ თაღლითებს უნდათ ქვეყნის დაქცევა? გაამასხარავეს ყველა, აქაურიც და უცხოელიც, მხარდამჭერები და ბრიყვები, ყველაფერი ყალბი, ტყუილი და ფეიკი როგორაა ამათ ხელში?

 

ადვოკატებმა, უფლებადამცველებმა, პარტტელევიზიებმა, ვიზიტორებმა არ იცოდნენ, რომ არ შიმშილობს და სპეციალურ დიეტაზე დაჯდა ეს თაღლითი და „კაშკას“ ჭამს? ან ყველამ უნდა აგოს პასუხი ამ საზიზღრობაზე, დიახ, ყველა მისი მხარდამჭერი ხომ იზიარებს მის ჩადენილ საქმეებს, ასევე, თანამონაწილეა ამ თაღლითობის ან ადექით და უარყავით მატყუარა ბელადი, საქართველოს მოქალაქეობის უარმყოფელი, საქართველოში შემოპარული ვიგინდარა, გორში ომის დროს მიწაზე გაგორებული სამარცხვინო მთავარსარდალი! პეტიციაზე ხელის მომწერებო და სააკაშვილის ჯერ კიდევ დარჩენილო მხარდამჭერებო უარყავით თაღლითი მიშა!” - წერს ექსპერტი facebook -ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner