logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეთიოპია
- +

6 ნოემბერი. 2021. 01:47

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეთიოპია.

 

„ეთიოპიაში უსაფრთხოების გარემო ძალიან არასტაბილურია. ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც ეთიოპიაში იმყოფებიან, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

2 ნოემბერს, ეთიოპიის მინისტრთა საბჭომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კონფლიქტი ტიგრაის რეგიონში ეთიოპიის ხელისუფლებასა და მემარცხენე პარტია „ტიგრაის განმათავისუფლებელ ეროვნულ ფრონტს“ შორის 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

 

გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 20 ათასამდე ადამიანია დაღუპული, ხოლო ათობით ათას ადგილობრივ მცხოვრებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner