logo_geo
eng_logo
„დაუშვებელია, პაპუაშვილის მხრიდან ერთპიროვნულად მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება“
- +

29 ივლისი. 2016. 15:39


სააგენტო „პრაიმტაიმნიუსი" აქვეყნებს წერილს, რომელსაც ხელს რამდენიმე მოსამართლე აწერს. ამ წერილით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავენ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ. ხელმომწერთა შორის არიან:  ზაზა   თავაძე, ლალი ფაფიაშვილი,  თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა, მერაბ ტურავა.


წერილში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ე.წ. პოლიტიკური კონტექსტის შემცველ საქმეებს დაჩქარებული წესით განიხილავდა, მაშინ როდესაც განხილვა/გადაწყვეტის რიგს ძველი საქმეები ელოდებოდნენ.


ჩვენი აზრით, არაერთგვაროვანია სასამართლოს მიდგომები საქმეთა გადაწყვეტასთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე, იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი, მითუმეტეს იმ ფონზე,  რომ სხვა, გაცილებით უფრო ადრე შემოსული ძველი (თუმცა ე.წ. პოლიტიკური ნიშნის არმქონე)  საქმეები უკვე საკმაო პერიოდია, თავიანთი განხილვა/გადაწყვეტის რიგს ელოდებიან.


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული N679 სარჩელი სასამართლო პლენუმმა განიხილა 2016 წლის 16 ივნისს, პრაქტიკულად მე-2 დღესვე, მისთვის(პლენუმისთვის) განსახილველად გადაცემიდან (ვინაიდან სწორედ წინა დღეს - 15 ივნისს პლენუმმა დააკმაყოფილა ამავე სასამართლოს ერთ-ერთი წევრის  შუამდგომლობა აღნიშნული საქმის პლენუმზე გადაცემის შესახებ), რაც პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევაა და სხვა შემთხვევებში პლენუმს, მის წარმოებაში მყოფ საქმეებზე ყოველთვის ჰქონდა გონივრული, რამდენიმეთვიანი ვადა როგორც განხილვებისთვის, ისე გადაწყვეტილების მისაღებად. აგრეთვე,   პლენუმისთვის იმავე წესით, ასევე 15 ივნისს გადაცემულ სხვა სარჩელებზეც (კერძოდ, „ტელეკომპანია საქართველოს" N720/721 სარჩელებზე)  ასევე უპრეცედენტოდ მყისიერად ანუ საქმის გადაცემიდან მე-3 დღეს ანუ 17 ივნისს   მოხდა საქმის განხილვის დაწყება. ასევე შესამჩნევად დაჩქარებულ რეჟიმში (1 თვესა და რამდენიმე დღეში) 2016 წლის 21 ივლისს დაიწყო პლენუმზე კვლავ იმავე დღეს (15 ივნისს გადაცემული) საქმეების განხილვა N 740/764 გაერთიანებულ  სარჩელზე (მოქალაქეების გ. უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების ნ. კაიშაური, დ. წიფურია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და ამ საქმეზეც შემდგომი სხდომა საკმაოდ შემოკლებულ ვადაში 2 აგვისტოს ჩაინიშნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, იკვეთება ტენდენცია, რომ ე.წ. „პოლიტიკური ნიშნის შემცველ" მითითებულ საქმეებზე როგორც მოხდა მათი უპრეცენტოდ სწრაფი განხილვა, ასევე მაღალი ალბათობით მოსალოდნელია მათზე გადაწყვეტილების მიღების, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებულ, დაჩქარებულ რეჟიმში მოქცევა, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. როგორც მინიმუმ, პლენუმს უნდა ჰქონდეს როგორც საქმის განხილვისთვის, ისე გადაწყვეტილების მისაღებად გონივრული (არანაკლებ იგივე რამდენიმეთვიანი) ვადები, რაც ამ საქმეებზე განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად პირველ კოლეგიას ჰქონდა და არანაირად არ უნდა მოხდეს ამ პროცედურების ფორსირება, რათა მოსამართლეებმა შეძლონ მშვიდ, არადაძაბულ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღება. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სწორედ ამავე საქმეებს პირველი კოლეგია იხილავდა თვეების განმავლობაში, რისთვისაც ჩატარდა არაერთი სხდომა და  როდესაც ასევე მოსამზადებელია  პოზიციები აგრეთვე პლენუმის გადასაწყვეტ სხვა საქმეებთან მიმართებაშიც",- ნათქვამია წერილში. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner