logo_geo
eng_logo
პორტუგალიის პარლამენტმა ევთანაზიის დაკანონებას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი
- +

6 ნოემბერი. 2021. 10:37

 

 

პორტუგალიის პარლამენტმა ევთანაზიის დაკანონებას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

 

დოკუმენტს მხარი 138-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 84 იყო, 5-მა კი თავი შეიკავა.

 

ევთანაზიის დაკანონებას პორტუგალიის პარლამენტმა 2021 წლის იანვარშიც დაუჭირა მხარი, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა, მარსეული რებელუ დი სოზამ კანონის ხელმოწერაზე უარი თქვა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თავის მხრივ, სასამართლომ დაადგინა, რომ დოკუმენტში ზოგიერთი განმარტება არასაკმარისად ზუსტადაა გაწერილი და კანონპროექტი პარლამენტს დაუბრუნა. დოკუმენტის ახალ ვერსიაში დეპუტატებმა სასამართლოს შენიშვნები გაითვალისწინეს.

 

თუ პრეზიდენტი ამჯერად ხელს მოაწერს კანონს, პორტუგალია გახდება მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანა, სადაც ევთანაზიაა დაკანონებული. მანამდე ანალოგიური კანონები ბელგიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, კანადამ, კოლუმბიამ და ესპანეთმა მიიღეს. ევთანაზია დაკანონებულია აშშ-ის რამდენიმე შტატშიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner