logo_geo
eng_logo
მერაბ ტურავა: არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ზეწოლას ადგილი
- +

29 ივლისი. 2016. 15:45


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ სმენია მოსამართლეების მიმართ ზეწოლის შესახებ არანაირი ინფორმაცია.


„ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, პირველი ჩვენ ვყოფილიყავით ინფორმირებული ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მე დღემდე არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ასეთი ზეწოლის ფაქტს ადგილი. დღემდე არ ვიცი, რომელი მოსამართლე იგულისხმება. მე ასე წარმომიდგენია, როდესაც სასამართლო აკეთებს განცხადებას მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მინიმუმ, განცხადების გამკეთებელს გვერდით უნდა ედგეს ის მოსამართლე, რომელზეც ვინმე ზეწოლის განხორციელებას შეეცადა", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner