logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: „ნაციონალები“ ცდილობენ, ქვეყანა ჩაფლონ სამოქალაქო ომის ჭაობში, ამით შეაფერხონ მისი განვითარება და ამას აკეთებენ ყალბი პროდასავლური რიტორიკის დროშის ქვეშ
- +

6 ნოემბერი. 2021. 12:02

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ძალები ცდილობენ, ქვეყანა ჩაფლონ სამოქალაქო ომის ჭაობში, ამით შეაფერხონ მისი განვითარება, დიდი ხნით მიაწებონ არასტაბილური ქვეყნის იმიჯი და ამას აკეთებენ ყალბი პროდასავლური რიტორიკის დროშის ქვეშ“, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

 

„ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა და ეხლა უკვე ოფიციალურად დასტურდება. ეხლა ყველამ საკუთარ თავს ვკითხოთ, თუ ვის ინტერესებს ატარებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ძალები? ისინი ცდილობენ (იმედი მაქვს, ეს ცდა ფუჭი აღმოჩნდება) ქვეყანა ჩაფლონ სამოქალაქო ომის ჭაობში, ამით შეაფერხონ მისი განვითარება, დიდი ხნით მიაწებონ არასტაბილური ქვეყნის იმიჯი და ამას აკეთებენ ყალბი პროდასავლური რიტორიკის დროშის ქვეშ.

 

ვფიქრობ, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი და სახელმწიფო სტრუქტურები ამას გულხელდაკრეფილი არ შეხვდებიან და 2003 წელი არ განმეორდება!“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

სუს-ის განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner