logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: მიუხედავად ნაცმედიის ფორსირებული შეტევისა, საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ ძალადობა, სისხლისღვრა, მანიაკების რევანში და ტირანია
- +

6 ნოემბერი. 2021. 12:59

 

 

„მიუხედავად ნაცმედიის ფორსირებული შეტევისა, საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ ძალადობა, სისხლისღვრა, მანიაკების რევანში და ტირანია“, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი გია გაბრიჭიძე წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

 

„იგეგმებოდა პარლამენტის, კანცელარიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შს და იუსტიციის სამინისტროების ბლოკირება. ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია. მოკლედ - იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება.

 

ცხადია, სუს-ი იმაზე მეტს, რაც თქვა, არც და ვერც იტყოდა. ახლა გასაკეთებელი უნდა გააკეთონ. რაც შეეხება ხალხს, მიუხედავად ნაცმედიის ფორსირებული შეტევისა, საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ ძალადობა, სისხლისღვრა, მანიაკების რევანში და ტირანია.

 

სახელმწიფოს მოსახლეობის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. მხარდაჭერა, რომლის მსგავსი უახლესი ისტორიის მანძილზე ძალიან იშვიათად ჰქონდა“, - წერს გია გაბრიჭიძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner