logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ და დიეტაზე მყოფი სააკაშვილის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების დაბრუნებაა, თუნდაც სისხლის და მსხვერპლის ფასად
- +

6 ნოემბერი. 2021. 13:00

 

 

„ნაცმოძრაობის“ და დიეტაზე მყოფი მათი ბელადი სააკაშვილის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების დაბრუნებაა, ნებისმიერ ფასად, თუნდაც სისხლის და მსხვერპლის ფასად, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ და დიეტაზე მყოფი მათი ბელადის მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების დაბრუნებაა, ნებისმიერ ფასად, თუნდაც სისხლის და მსხვერპლის ფასად! მისთვის ყველა და ყველაფერი ამ ბრძოლაში მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტია. რევანშის სურვილით შეპყრობილი სააკაშვილისთვის, სახელმწიფო გადატრიალების გზით, ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით მოპოვება 2003 წლის მოვლენებივით უსისხლოდ არ ჩაივლის და გაცილებით უფრო მეტ მსხვერპლსა და უბედურებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ვიდრე 2004-2012 წლებში იყო. ახლა 2021 წელია და სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარის განვითარება, ამას არც საქართველოს მოსახლეობა დაუშვებს. მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს იმოქმედონ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, დაიცვან სახელმწიფოს და მოსახლეობის უსაფრთხოება, უზრუნველყონ ქვეყანაში წესრიგი და სტაბილურობა!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

სუს-ის განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner