„ოღონდ მიშა იყოს კარგად და მისი სურვილი შესრულდეს, თუნდაც მთელი ქვეყანა დანგრეულა - ესაა „ნაცმოძრაობის“ ლოგიკა“, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.
„გადავიდნენ გეგმა „ბ“-ზე? მას შემდეგ რაც ბოროტ მასხარას გეგმა ჩაუვარდა და არჩევნების შედეგებმა იმედები არ გაუმართლა, გადავიდა აგრესიულ სტრატეგიაზე...
ოღონდ მიშა იყოს კარგად და მისი სურვილი იქნას შესრულებული თუნდაც მთელი ქვეყანა დანგრეულა - ესაა „ნაცმოძრაობის“ ლოგიკა...
2003 წელი არ არის... არც ივანოვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი... ხალხს ვეღარ დააბოლებთ...
სახელმწიფო ინსტიტუტები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სუს-ის განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობაც.