logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: სააკაშვილი 6 ნოემბრის აქციაზე კილერების შეგზავნას გეგმავს!
- +

6 ნოემბერი. 2021. 13:34

 

 

„სააკაშვილი 6 ნოემბრის აქციაზე კილერების შეგზავნას გეგმავს! არეულობის მოსაწყობად ის არც გვარამიას დაინდობს და არც მელიას!“ - ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„საქართველოში რევოლუციური ფონი არ არის და 6 ნოემბრის აქცია სააკაშვილს სასურველ შედეგს არ მოუტანს. მან ეს კარგად იცის და მასობრივი არეულობების სტიმულირებისთვის არ არის გამორიცხული, რომ ადამიანების მსხვერპლთშეწირვა ქონდეს დაგეგმილი. სააკაშვილს არაერთგზის უთქვამს, რომ არეულობის მოსაწყობად ცნობილი ჟურნალისტების და ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილი სჭირდება! მიშამ „ტვ პირველის“ და „მთავარის“ ჟურნალისტების რევოლუციისთვის შეწირვა რამდენჯერმე დაგეგმა, ახლა კი ხალხმრავალ აქციაზე ჩანაფიქრის განხორციელება უფრო გაუადვილდება!

 

ციხიდან ამის კოორდინაცია სააკაშვილს არ გაუჭირდება, მასთან ყოველდღე შედიან ადვოკატები და პარლამენტარები, ხოლო გარეთ წინარე გეგმების შემსრულებელი კილერები ელოდებიან. ყველას ჯვარი სწერია, მაგრამ სააკაშვილი არ დაინდობს არც მელიას და არც გვარამიას, რომ ხელისუფლებას გადააბრალოს ყველაფერი და მასობრივი არეულობა გამოიწვიოს! სამართალდამცავებს დიდი ყურადღება მართებით, რომ აქციაზე არ მოხვდნენ იარაღიანი კილერები , გაკონტროლდეს აქციის მიმდებარე შენობები და მზად უნდა იყვნენ, ყველანაირი პროვოკაცია დროულად აღკვეთონ!

 

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის არ არსებობს სამშობლოს განცდა. მისთვის საქართველო, ხალხი და თუ გნებავთ თავისი მხარდამჭერების განადგურებაც ხელისუფლების ხელი ჩაგდების საშუალებაა მხოლოდ!“ - წერს ლევან მამალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner