logo_geo
eng_logo
მოსამართლეები: ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, პაპუაშვილმა განახორციელა თუ არა დისციპლინური მოკვლევა
- +

29 ივლისი. 2016. 16:09


სააგენტო „პრაიმტაიმნიუსმა" გაავრცელა წერილი, რომელსაც ხელს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე აწერს. ამ წერილით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავენ.


ხელმომწერთა შორის არიან:  ზაზა   თავაძე, ლალი ფაფიაშვილი,  თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა, მერაბ ტურავა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვენ, დროულად გაირკვეს საკითხი 764-ე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ გამოცვლის და იმავე ნომრით რეგისტრაციის შესახებ. 

 

„მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს საკითხი 764-ე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ გამოცვლის და იმავე ნომრით რეგისტრაციის შესახებ. ცალსახაა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარებული პრაქტიკა, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა დაუშვებელია, რაც როგორც გაცხადდა, განხორციელდა აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი გაჟღერდა სხდომაზე მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ, ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, თქვენს მიერ განხორციელდა თუ არა დისციპლინური მოკვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  და  რა იქნა დადგენილი", - ნათქვამია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner