logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: „ბერა ივანიშვილის ქვისლის მამა“, - ასე მოიხსენიებს ერთ-ერთ უზადო პროფესიონალს, შენგელი ფიცხელაურს „რუსთავი 2"
- +

6 ნოემბერი. 2021. 20:53

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ბერა ივანიშვილის ქვისლის მამა“, - ასე მოიხსენიებს ერთ-ერთ უზადო პროფესიონალს, შენგელი ფიცხელაურს "რუსთავი 2".

 

ჯერ ერთი ბერა ივანიშვილის ქვისლის მამობა რატომ არის დამაკნინებელი და მეორეც: შენგელი ფიცხელაურს - პროფესიონალ იურისტთა შორის გამორჩეულ ადამიანს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში, - ვაჟის ქორწინებამდეც კარგად იცნობდა საზოგადოება და რძლის დის გათხოვებამდეც.

 

იურისტმა შენგელი ფიცხელაურმა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა პროფესიული გზა და პროფესიული წრეების აღიარებაც დიდი ხნის წინ მოიპოვა როგორც მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტმა.

 

გენერალ შენგელი ფიცხელაურს ის ხალხი ებრძვის, ვისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოება არაფერს ნიშნავს ანდა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კარგად ხვდება - ამ სამსახურში გამოცდილი პროფესიონალის დანიშვნა სახელმწიფოს მტრებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

 

დიახ, საქართველოს სახელმწიფოს მტრებს უნდა გეშინოდეთ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner