logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: სააკაშვილს არცერთი მათგანი არ შეუწყალებია!
- +

6 ნოემბერი. 2021. 21:38

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

გვარამიამ თქვა, - სულხან მოლაშვილი, დავით მირცხულავა და ირაკლი ბათიაშვილი პირადად სააკაშვილმა შეიწყალაო!

 

არცერთ მათგანს შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ პრეზიდენტისთვის!

 

და სააკაშვილს არცერთი მათგანი არ შეუწყალებია!

 

მოლაშვილის, მირცხულავას და ბათიაშვილის შეწყალების აქტს ხელს აწერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე.

 

სხვა საკითხია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სააკაშვილმა 2008 წლის 6 იანვარს ამ აქტის გამოცემას წინააღმდეგობა არ და ვერ გაუწია, და ძალაუფლების მეორე ვადით მიტაცების პროცესში ეს შეწყალების აქტიც პოლიტიკური მიზნით გამოიყენა! - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner