„პრაიმტაიმნიუსი" აქვეყნებს წერილს, რომელსაც ხელს რამდენიმე მოსამართლე აწერს. ხელმომწერთა შორის არიან: ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა, მერაბ ტურავა.
ამ წერილით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავენ.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ივლისის განცხადების შემდეგ(რომელშიც მან ისაუბრა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების ირგვლივ) საჭიროდ მიგვაჩნია, ე.წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ამ საქმეების გადაწყვეტა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა გამორიცხულ იქნეს ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით",- ნათქვამია წერილში.