logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თუ სანატორიუმში მკურნალობა ან უკრაინაში ყოფნა სურდა, იქ არ იყო?!
- +

6 ნოემბერი. 2021. 21:39

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„სააკაშვილის ჯანმრთელობაზე რეალურად მზრუნველებს მინდა ვკითხო.

 

თუ მართლა გადარდებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მარტივ კითხვას ვუპასუხოთ:

 

სადაც ამჟამად იმყოფება, იქ უფრო დაცულია მისი ჯანმრთელობა, თუ სასჯელაღსრულების მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც როგორც "ომბუდსმენმაც" კი აღიარა, რომ მისი ჯანმრთელობის კონტროლისთვის ყველაფერია?

 

რთული კითხვაა? ახლიდან დავწერ:

 

საპატიმროს ჩვეულებრივ კამერაში უფრო მიხედავენ მის ჯანმრთელობას, თუ იმ კომფორტაბელურ და ყველა საჭირო მოწყობილობით აღჭურვილ პალატა-კამერაში, რომელიც ტელევიზიით ვიხილეთ და რომლის მსგავსი ბევრ კლინიკას არ აქვს?

 

იმ ფონზე, როცა მსოფლიომ ნახა როგორ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი ასეულობით მომხრის მეშვეობით, ასევე, როგორ გამოსტაცა უკრაინის პოლიციას სააკაშვილი ასევე ასეულობით მომძრემ, შეიძლება პარალელურად მომხრეებს მოუწოდებდე, დამიხსენით და 10 დღეში მთაბრობას დავამხობო და პარალელურად ითხოვდე სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას?

 

ამ ყველაფრის პარალელურად კი უკრაინას მიმართავდე დახმარებისთვის, დამიხსენიო? არ დამიწყოთ ახლა მასთან შეუთანხმებლად დაწერა დედამისმა. ზუსტად ვიზიტის შემდეგ გაგზავნა.

 

"შუმოკების" შიშით არ გადადის მე-18 კლინიკაშიო, არც მაგის მჯერა. თუ ეს სურთ, ისეც ახმაურდება მთელი ციხე და მიაწვდენენ ხმას.

 

ჰოდა, სააკაშვილი რასაც აკეთებს, მესმის. არ შევალ მაგ დეტალებში. უბრალოდ, თუ სანატორიუმში მკურნალობა ან უკრაინაში ყოფნა სურდა, იქ არ იყო?! საზღვრის გადმოლახვა ვინც დაუგეგმა და დააჯერა, მათ მოჰკითხოს.

 

თქვენ, მისი თანაპარტიელები, პოლიტიკური მიზნებისთვის მისი ჯანმრთელობით ნუკი სპეკულირებთ, საჯაროდ მოუწოდეთ და შეხვედრის დროსაც დააეწმუნეთ, რომ გადავიდეს მე-18 დაწესებულებაში.

 

თუ ამას დაჟინებით არ აკეთებთ, არ მჯერა არ მჯერა თქვენი“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner