logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ველოდები იმ დროს, ვნატრობ იმ დროს, ვფიქრობ იმ დღეზე ამის დაწერა რომ აღარ მომინდება!
- +

6 ნოემბერი. 2021. 21:42

 

 

არ ვიცი, ზუსტად როდის დაწერა ეს გოდერძი ჩოხელმა, მაგრამ მე გაჭირვებული რატომ ვდებ ყოველ წელს, რატომ - ეს კი ვიცი და  ველოდები იმ დროს, ვნატრობ იმ დროს, ვფიქრობ იმ დღეზე ამის დაწერა რომ აღარ მომინდება!

 

"დღეს საქართველო მაგონებს ჩამორღვეულ ეკლესიას, მეორე კედელი გაბზარულია, გუმბათი მოცლილი აქვს, გუმბათზე მაცხოვარი არ არის, ხავსი აქვს მოკიდებული, ფრესკები ჩამოფხეკილია, აქა-იქ ნამწვავი სანთლებიც ყრია. რომელი კედელიც ჩამონგრეულია, მისი ქვები მიმობნეულია, დახავსებულია. მინდა, ეს მიმობნეული ქვები თავის ადგილას დაეწყოს, გუმბათი გაკეთდეს, სახურავზე ტყე არ იყოს, მოიხატოს, მაცხოვრის სახე დაინახონ და შევიდნენ ამ ეკლესიაში მომავალი თაობები და იგალობონ "შენ ხარ ვენახი". ერთად მდგომ ქართველებს რომ დაგვინახავს ღმერთი, გაუხარდება და ეს ჩვენთვის ყველაზე კარგი იქნება!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner