„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება, რომლის თანახმად უწყებამ გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ იღებს საკვებს მიხეილ სააკაშვილი ციხეში.
პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ვიდეომასალას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციონერების განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს არა საკვებს, არამედ კვებით დანამატებსა და ვიტამინებს.
ოპოზიციის გამოხმაურებას შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა:
„და აი, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო, ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.