logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია საგანგაშოა და თანაც გვაქვს მზარდი ტენდენციები
- +

6 ნოემბერი. 2021. 23:02

 

 

„ეპიდსიტუაცია საგანგაშოა და თანაც გვაქვს მზარდი ტენდენციები. თუ ქვეყნის მოსახლეობა რადიკალურად არ შეცვლის დამოკიდებულებებს ამ საკითხზე და სიტყვიერი შეშფოთებიდან არ გადავა ქმედებაზე, უნდა ველოდოთ შემთხვევების შემდგომ ზრდას“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს მკურნალობისა და მოვლის პროცესი კლინიკებში, თუ გაგრძელდება შემთხვევების ზრდა გაგრძელდება გარდაცვლილთა რიცხვის მატებაც. სამი ძირითადი ფაქტორი ზრდის მასშტაბებს და სამივე კომპონენტში საქართველოში დღეს გვაქვს ყველაზე უარესი სცენარი. პირველი - ვაქცინაციის ძალიან დაბალი დონე. მეორე - პირბადეების ტარება. საქართველოს მოსახლეობა ვერა და ვერ შეეჩვია პირბადეების ტარებას. მესამე - ხალხმრავალი შეკრებები. ხალხმრავალ შეკრებებს ისედაც არ უჩიოდა ჩვენი ქვეყანა თავისი ტრადიციებით, ქელეხები, ქორწილები და ა.შ. ახლა ამას დაემატა მასშტაბური პოლიტიკური აქციები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner