logo_geo
eng_logo
მოსამართლეები: ხელოვნურად არ უნდა მოხდეს საქმის განხილვის მაქსიმალურად დაჩქარება და ამისათვის დაძაბული ფონის შექმნა
- +

29 ივლისი. 2016. 16:13


„პრაიმტაიმნიუსი" აქვეყნებს წერილს, რომელსაც ხელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები - ზაზა   თავაძე, ლალი ფაფიაშვილი,  თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა, მერაბ ტურავა აწერენ. ამ წერილით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავენ.


საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ და რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ.


„გთხოვთ, იმგვარად იქნეს განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მუშაობის დღის წესრიგი, რომ

 

1. საქმეების განხილვა/გადაწყვეტის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იყოს რიგითობის და თანმიმდევრობის პრინციპთან

 

2. უზრუნველყოფილ იქნეს მოსამართლეებისათვის ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა, ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად, ერთპიროვნულად  და ფორსირებულად არ ხდებოდეს საკოსტიტუციო სასამართლოს საქმეთა განხილვის განრიგის მართვა/შედგენა.  

 

3. მსგავსად კოლეგიისა, რომელსაც ამ საქმეებზე დასჭირდა რამდენიმეთვიანი ვადა, პლენუმს მიეცეს მსგავსი გონივრული (არანაკლებ იმ დროისა, რაც სწორედ ამ საქმეებზე  ჰქონდა კოლეგიას) ვადა საქმეების შესწავლისა და გაანალიზებული გადაწყვეტისათვის და ხელოვნურად არ მოხდეს მისი შეზღუდვა დროში, გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარების კუთხით (ასე მაგალითად, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ N679 სარჩელზე („რუსთავი2"-ის სარჩელი) საქმის განხილვას მოანდომა დაახლოებით 7 თვეზე მეტი დრო, ხოლო ამის შემდეგ კი ეს საქმე უკვე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ამ უკანასკნელს, ლოგიკურია, რომ ამ საქმის გადაწყვეტისთვის მიეცეს არანაკლებ იმ დროისა, რაც კოლეგიას დასჭირდა  და ხელოვნურად არ ხდებოდეს საქმის განხილვის მაქსიმალურად დაჩქარება და შესაბამისად, ამისათვის დაძაბული ფონის შექმნა)",- ნათქვამია წერილში. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner