logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: 7 ნოემბერი უნდა იყოს იმ რეჟიმის დასასრული და ასეთი დღე აღარ უნდა განმეორდეს
- +

7 ნოემბერი. 2021. 01:13

 

 

„7 ნოემბერი უნდა იყოს იმ რეჟიმის დასასრული და ასეთი დღე აღარ უნდა განმეორდეს. ხვალინდელი აქცია არის პრევენცია იმისა, რომ მსგავსი ხელისუფლება ქვეყანაში აღარასოდეს მოვიდეს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ განაცხადა.

 

„ხვალ ვართ ხვალინდელი აქციის თანაორგანიზატორები, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვისაც ახსოვს და სტკივა 7 ნოემბერი, ხვალ იქ იყვნენ. ეს არის პრევენცია იმისა, რომ მსგავსი ხელისუფლება ქვეყანაში აღარასოდეს მოვიდეს. 7 ნოემბერი უნდა იყოს იმ რეჟიმის დასასრული და ასეთი დღე აღარ უნდა განმეორდეს. სააკაშვილი რეჟიმი ბოლომდე არაა შეფასებული და გააზრებული. დღეს გვესმის სასაცილო, მაგრამ სატირალი რიტორიკა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და შიმშილობს, რომ თურმე „ნაცმოძრაობას“ არაფერი ჩაუდენია ისეთი, რასაც მოქმედი ხელისუფლება არ სჩადის“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner