logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მერვედ უთხრა ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არ მოუშვებენ ხელისუფლებაში
- +

7 ნოემბერი. 2021. 01:14

 

 

„მერვედ უთხრა ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არ მოუშვებენ ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„სააკაშვილი მადლობებს უხდიდა პარლამენტის ტრიბუნიდან კახა თარგამაძეს კარგად ჩატარებული არჩევნებისთვის, ახლა საუბრობენ, რომ არჩევნები ყალბდებოდა მაშინ და ვინ აყალბებდა, ეს თუ მადლობებს უხდიდა. 2012 წლის შემდეგ მერვე არჩევნები ჩატარდა. ბევრს ლაპარაკობენ გაყალბებაზე და ერთ ფაქტს ვერ დებენ ვერასდროს. მერვედ უთხრა მათ ქართველმა ხალხმა, რომ არ მოუშვებენ ხელისუფლებაში. კი, იღებენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ხმებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ძალას აძლევენ ხმას, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში და მათ ეს ძალიან კარგად იციან. ამიტომაც ლაპარაკობენ მხოლოდ რევოლუციაზე, ამიტომაც შემოიპარა სააკაშვილი მაწვნებთან და არაჟნებთან ერთად. ეგონა, რომ მისი ჩამოსვლა აქ ფურორს მოახდენდა, ხალხი გამოვარდებოდა და გაიმეორებდა 2003 წელს. მგონი უკვე შეეჩვივნენ იმ ფაქტს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება და სააკაშვილს მოუწევს დიდი ხნით ციხეში ყოფნა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner