„ცილისწამება ყოველდღიურად, სიცრუე ყოველდღიურად - ეს არის ჩვენი პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ჩვენი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ეს წარსულია, მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. რეჟისორი ასევე დღეს, ციხესთან აქციის ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ეგ ადარდე ახლა სააკაშვილს, გვარამიასა და ეკა კვესიტაძეს, იქ ადამიანი რომ გარდაიცვალა. სააკაშვილის გარდაცვალება უნდათ. ამ დარბაზში არავის უნდა სააკაშვილის გარდაცვალება, სახარებაზე ხელს დადებ. არცერთ ჩვენგანს არ უნდა. და გვარამიას უნდა. გაბუნიამ პირდაპირ თქვა, უნდა მოკვდე მანდ, იქიდან არ გამოხვიდე, თორემ დავიღუპეთ ყველანიო. მათ უნდათ მისი სიკვდილი. ვიღაც მომიტინგის კი არა, სააკაშვილის სიკვდილი უნდათ, იმიტომ რომ ეს ბოლოა, მეტი არაფერი აქვთ. თუ არ მოკვდა სააკაშვილი დამთავრდა მათი თემა. თუ მოკვდა, კიდევ ცოტას გააგრძელებენ, სანამ ორმოცი არ იქნება. აი ეს არის მათი მიზანი, მაგისთვის მუშაობენ. ეს ბაკქანალია, რომელსაც ვუყურებთ, იმისთვის არის შექმნილი, რომ სააკაშვილი მოკვდეს და არ მოკვდება. არ მოიკლებს არც სასმელს, არც საჭმელს, არც ფაფას, არც წვენს“, - აცხადებს ხაინდრავა.