logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: ფაფით შიმშილობა ეს რაღაც ნოუჰაუა
- +

7 ნოემბერი. 2021. 01:16

 

 

მთავარი მიზეზი რის გამოც 2003 წელს ვერ გაიმეორებენ არის ის, რომ მაშინ ძალიან ბევრი მოელოდა უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს დემოკრატიას, უკეთესად იქნებოდა დაცული ადამიანის უფლებები და ა.შ. რეალურად დღეს საზოგადოებას აქვს იმის გამოცდილება რა ძალაა ეს, მაშინ არ იცოდნენ“, - ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

დღეს ყველამ იცის მმართველობის როგორი ფორმები ჰქონდათ. კერძო საკუთრება, რომელიც ხელშეუხებელია დასავლური ღირებულებებით, გვახსოვს როგორი მიდგომა იყო ჩვენთან. როგორი მიდგომა იყო არჩევნების მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. წაგებულ ომზე ამბობდნენ მოგებულიაო, ახლა ამბობენ, რომ ჭამა არის შიმშილობა. შიმშილობის რამდენიმე ფორმა არსებობს, მხოლოდ წყალს რომ მიირთმევენ, წვენით შიმშილობის ფორმაც არის, მაგრამ ფაფით შიმშილობა ეს რაღაც ნოუჰაუა, ასეთი შიმშილობა არ ვიცი. მაშინ ეს უნდა ეთქვათ, ამას ხომ არ აცხადებდნენ, ამბობდნენ, რომ მხოლოდ წყალს იღებს და ა.შ.“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner