„ჰკითხეთ გია ბარამიძეს, იმის გამო თუ კომპლექსდება, რაც დღეს ეკრანებზე ნახა“, - ამის შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის კვების კადრების გავრცელებაზე საუბრისას განაცხადა.
„მაგიტომაც აღარ არის ხელისუფლებაში, ასე რომ აზროვნებს და ფიქრობს. მაინტერესებს, აი, ამ კადრებზე რას იტყვის გია ბარამიძე?! ან იმაზე, გუშინწინ გიული ალასანია რომ ალაპარაკეს, ან იმაზე, ორი კვირა რომ გაჰკივიან, კვდება, ცუდად არის, წამები დარჩაო. რას იტყვის, არ კომპლექსდებიან ამაზე?! ჰკითხეთ ვინმემ, რას იტყვის, მაინტერესებს. აღარ მინდა მათზე ლაპარაკი საერთოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ეს ფურცელი. მათ კი, ვინც შეგნებულად აკეთებს ამას და შეგნებულად უნდა 2021 წელს ამ ქვეყანაში რაღაც აირიოს, იდაყვებზე არ იკბინოთ მეთქი, გეუბნებით“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.