logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც ვამპირს ეშინია ნაკურთხი წყლის, ისე ეშინიათ „ნაციონალებს“ მომავალი 3 წლის
- +

7 ნოემბერი. 2021. 01:18

 

 

„ნაცმოძრაობას“ ეშინია მომავალი 3 წლის, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როცა ქვეყანაში არ იქნება არჩევნები. ეს კი ნიშნავს, რომ არ ექნებათ მიზეზი, რომელზეც მათ შეიძლება საკუთარი გეგმები ააწყონ. როგორც ვამპირს ეშინია ნაკურთხი წყლის ან მზის სხივის, ისე ეშინიათ მათ მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

 

„ხვალ აქციაზე მივდივარ და წავალ ყოველ 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, სანამ ცოცხალი ვიქნები. ეს დღე იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი ცხოვრებაში. დილის 7 საათზე ვიგებთ, რომ მოშიმშილეები დაარბიეს. მივედით იქ, პოლიციამ გზა გადაგვიკეტა და გვცემა. ლევან გაჩეჩილაძე მიგვყავს სასწრაფოთი და „იმელთან“ ვხედავთ სპეცრაზმს. ვბრუნდები უკან და ვეუბნები ოპოზიციის ლიდერებს, რომ სპეცრაზმი მოდის. ვერ ვიჯერებდით, რომ ეს სპეცრაზმი ჩვენს საცემად მოდიოდა. მერე იყო რიყე, სადაც იყო სცენა, მაგრამ არ იყო აპარატურა. კობა დავითაშვილი წავიდა ელიავაზე აპარატურის მოსატანად და აღარ დაბრუნდა. კობა მოკვდა 2007 წლის 7 ნოემბერს და არა შარშან. ამიტომ 7 ნოემბრის დავიწყება შეუძლებელია. „ნაცმოძრაობას“ ეშინია მომავალი 3 წლის, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როცა ქვეყანაში არ იქნება არჩევნები. ეს კი ნიშნავს, რომ არ ექნებათ მიზეზი, რომელზეც მათ შეიძლება საკუთარი გეგმები ააწყონ. როგორც ვამპირს ეშინია ნაკურთხი წყლის ან მზის სხივის, ისე ეშინიათ მათ მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდის. ამიტომ მათი ამოცანაა - ნებისმიერი მიზეზი გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია. ჩემი აზრით, ეს იყო ბოლო „ჯოკერი“ - სააკაშვილის შემოპარვა და ის ლეგენდა, რომ ის შიმშილობის გამო კვდება. რა თქმა უნდა, მისი მადა ვიცით, სულთანივით ცხოვრობდა 9 წელი და მთელი ქვეყანა შეჭამა. ფაფების ჭამას მისგან არ ვართ მიჩვეულები. ეს კადრები ყველაზე მეტად მათ ეწყინათ. კაცი ცოცხალია, ჯანმრთელია და ეს ეწყინათ - არ უხარიათ, რომ ადამიანი ჯანმრთელი და ცოცხალია, იმიტომ რომ ხვალ ხალხს ვერ გამოიყვანენ“, - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner