logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: თუ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, არაფერი გამოვა. „ნაცმოძრაობა“ თავისას გააგრძელებს - მათთვის მთავარია რევანში
- +

7 ნოემბერი. 2021. 01:21

 

 

„თუ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, არაფერი გამოვა. „ნაცმოძრაობა“ თავისას გააგრძელებს - მათთვის მთავარია რევანში და ხელისუფლებაში დაბრუნება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

 

„ყველა საჯარო პირს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. ჩვენთან მუშაობს პრინციპი, რომ საჯარო პირებისთვის კანონი მეორადია. ამის დაშვება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ეს მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირების იმ ფორმასთან, რომელიც ერთხელ უკვე გავიარეთ. ერთხელ ხომ დავღვარეთ ერთმანეთის სისხლი? ამისკენ მიდის საქმე. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია და ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მტერი გვიბიძგებს იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება უფრო მწვავე ფორმაში გადაიზარდოს. საზოგადოებას სჭირდება სტაბილური ვითარება. ჩვენს მეგობარ ქვეყნებსაც სჭირდებათ სტაბილური ვითარება, ამიტომ არის მათი პოზიცია ხშირად ორაზროვანი. საზოგადოება ამისთვის პასუხს მოსთხოვს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner