logo_geo
eng_logo
„ჩვენი სამშობლოს“ ორგანიზებით „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა
- +

29 ივლისი. 2016. 16:22


დღეს, 29 ივლისს, პარტია „ჩვენი სამშობლოს" ორგანიზებით „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა „ნაციონალების" რეჟიმი გააპროტესტეს და მოითხოვეს მისი წარმომადგენლების კანონის მიხედვით დასჯა.


საპროტესტო აქციაზე პარტია „ჩვენი სამშობლოს"" წევრებთან ერთად იდგნენ უბრალო მოქალაქეები, ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ პარტია "„ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს წარსულში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ უფლება არ აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.


აქციაზე სიმბოლურად დაწვეს სააკაშვილის თოჯინა. მსგავსი აქციები მომავალშიც გაიმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner