logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: შიმშილობა არის ძალიან დიდი მორალური და ზნეობრივი აქტი, სააკაშვილის მორალი გინახავთ როდესმე ან ზნეობა?
- +

7 ნოემბერი. 2021. 01:22

 

 

„ქვეყანაში შემოსვლის ამ ფორმით რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა სააკაშვილმა საზოგადოებას. პრეზიდენტი იყო და არაჟნით სავსე კონტეინერით შემოიპარა ქურდულად ქვეყანაში. ასეთ ადამიანზე ვსაუბრობთ და მისი გულმხურვალე გულშემატკივარი, ძალით ჟურნალისტი გვარამია დღეს გვიმტკიცებდა, რომ კოვზი ჩანს ვიდეოში და საჭმელი არ ჩანსო“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„შიმშილობა არის ძალიან დიდი მორალური და ზნეობრივი აქტი და ან მორალი გინახავთ სააკაშვილის როდესმე ან ზნეობა? როდესმე მისი მმართველობის პერიოდში. შეიძლება საერთოდ სააკაშვილი და ზნეობა ერთ სიბრტყეზე დააყენოთ? რასაც აკეთებენ ახლა, ხომ ყველაფერს ხელისუფლების დასამხობად აკეთებენ? არ შეუძლიათ ამ ადამიანებს არჩევნებით ხელისუფლებაში მობრუნება და არც არასდროს მოუგიათ არჩევნები“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner