საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებს წერს:
„1988 წლის ნოემბრის შიმშილობის დროს, როცა მხოლოდ წყალს ვსვამდით, მეოთხე დღის ბოლოს ისე ცუდად გავხდი, რომ ექიმებმა, რომლებიც მხატვრის სახლში მორიგეობდნენ, კატეგორიულად მოითხოვეს, სასწრაფოდ შემეწყვიტა. მაშინ 17 წლის ვიყავი...
რა ფაფები?! რა ვიტამინები და მინერალები?! ამათ სერიოზულად გაუბერეს. 35 დღე კი არა, მთელი წელი იქნება ეგრე ფაფებზე და ბოლოს, ალბათ, "სოსკას" მოითხოვს, ისე მიეჩვევა ჩვილ ბავშვთა საკვებს“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.